გაიარეთ ავტორიზაცია

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების პირველი საერთაშორისო კონგრესი

photo

2017-11-12

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების პირველი საერთაშორისო კონგრესი

2017 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “Radisson Blu Iveria”_ში “საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის” მიერ ორგანიზებული, პირველი ბავშვთა სტომატოლოგების საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

 ღონისძიებას დაესწრო სტომატოლოგები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სასომხეთიდან და რუსეთიდან. კონგრესი გახსნა საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ბერიძემ, რომელიც მიესალმა მონაწილეებს, გააცნო ასოციაციის მიზნები და გეგმები.

სიტყვითა და მოხსენებით წარსდგა, ასევე ავსტრიის ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდენტი პეტრა დრაბო, რომელმაც ისაუბრა "დენტალ ჰოუმ"-ის შესახებ. დიდი მოწონება დაიმსახურა მომხსენებელმა ოლგა ბოიჩუკმა უკრაინიდან, რომლის თემატიკა ეხებოდა სარძევე და მუდმივი კბილების კარიესის მკურნალობის თავისებურებეს ბავშვებში, საბჟენი მასალის შერჩევა-რესტავრაციას, ციფრულ ფოტოგრაფიას ბავშვთა სტომატოლოგიაში, პირდაპირ რესტრავრაციებს დაზიანებული ფრონტალური კბილების დროს (საავტორო მეთოდი), შტამპის ტექნიკა სარძევე თანკბილვის დროს. ასევე, არაჩვეულებრივი თემატიკით წარსდგნენ მომხსენებლები რუსეთიდან, ანტონია ფარტუშნა და ირინა კობაიასოვა, რომლებმაც მოახსენეს ბავშვთა სტომატოლოგიის მომავალ ტენდენციებზე, მეცნიერების განვითარების ვექტორსა და ფიზიოლოგიური და ფუნქციონალური პროფილაქტიკის ფორმულის შესახებ ბავშვთა სტომატოლოგიაში. დარბაზის მოწონება და დისკუსია გამოიწვია მომხსენებელმა მოსკოვიდან კატერინა მიხალკოვამ რომელმაც ისაუბრა სარძევე კბილებისა და არასრულად ფორმირებული ფესვების მქონე მუდმივი კბილების პულპიტის მკურნალობის ჩვენებების სხვადასხვა მეთოდებზე, აპიკალური პერიოდონტიტის მკურნალობა ბავშვებში და ზოგადად ენდოდონტიის შესახებ.

თითოეული მომხსენებლის პრეზენტაცია, ლექცია საინტერესოდ წარიმართა კითხვა-პასუხის და დებატების რეჟიმში.

პროგრამა:

  • “დენტალ ჰოუმ”-ბავშვები ჩვეულებრივ სტომატოლოგიურ კლინიკაში. ეს შესაძლებელია? - ავსტრიის ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ექიმი-სტომატოლოგი - პეტრა დრაბო
  • კარიესოლოგია - ბავშვთა სტომატოლოგი, კლინიკა “დენტალ სტუდიოს” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, “2016 წლის საუკეთესო პროფილაქტისტის” გამარჯვებული. “2017 წლის საუკეთესო კლინიკური ნაშრომის” გამარჯვებული ბავშვთა სტომატოლოგიის საერთაშორისო კონგრესზე, Vision-ის პირველი ადგილის მფლობელი- ოლგა ბოიჩუკი.
  • “ფიზიოლოგიური და ფუნქიონალური პროფილაქტიკის ფორმულა ბავშვთა სტომატოლოგიაში”-მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკა “ევრო მედქიდსის” მთავარი სტომატოლოგი, ბავშვთა სტომატოლოგების “ინტელიგენტური კბილის ფერიების” კლუბის ხელმძღვანელი, ბავშვთა სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი -ირინა კობაიასოვა.
  • ენდოდონტია - ბავშვთა სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, “დენტალ ფენტეზის” ბავშვთა სტომატოლოგი- კატერინა მიხალკოვა.
  • ბავშვთა სტომატოლოგიის მომავალი ტენდენციები და მეცნიერების განვითარების ვექტორი. რას უნდა ველოდოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბავშვთა სტომატოლოგიაში?- ვენის ბავშვთა სტომატოლოგების კონგრესის ორგანიზატორი, ექიმი სტომატოლოგი-ორთოდონტი, მეცნიერებათა დოქტორი - ანტონია ფარტუშნა. 

ღენისძიებას დაესწრო 250 მოქმედი ექიმი-სტომატოლოგი. კონგრესის ბოლოს გაიცა სერტიფიკატები.