გაიარეთ ავტორიზაცია

ბავშვთა სტომატოლოგების მე-2 საერთაშორისო კონგრესი

photo

2018-08-02

ბავშვთა სტომატოლოგების მე-2 საერთაშორისო კონგრესი

2018 წლის 4 ნოემბერს, იგეგმება საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის მეორე საერთშორისო კონგრესი.

კონგრესი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე. ველოდებით საერთაშორისო დონის მომხსენებლებს, ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სააქართველოდან. თემები მრაველფეროვანია და მოიცავს: პროფილაქტიკას, ენდოდონტიას, ლორწოვან დაავადებათა მართვას ბავშვთა ასაკში, ორსულთა მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც სრულიად ახალი იქნება ქართველი ექიმებისთვის არის-ჰიპნოზური კომუნიკაცია ბავშვებთან სტომატოლოგიური ვიზიტის დროს. ეს არის არავერბალური კომუნიკაცია ბავშვებთან, რომლის გამოყენება 80% შემთხვევაში მკურნალობის ჩატარების წარმატებას უზრუნველყოფს.  მომხსენებელია პროფესორი- ოსმან ვერნერი, ავსტრია.

ასოციაციის მიზანია ბავშვთა სტომატოლოგიის დონის ამაღლება, რაც არსებული მონაცემებით არც თუ ისე სახარბიელოა. ექიმების ცოდნის გაზრდა შეამცირებს კარიესის და მისი გართულებების გავრცელებას ბავშვებში და მოახდენს პირის ღრუს დაავადებების პრევენციას.

ჩატარების ადგილი თბილისი, სასტუმრო: „Radisson Blu Iveria Tbilisi”.