გაიარეთ ავტორიზაცია

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მეორე საერთაშორისო კონგრესი

photo

2018-11-13

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მეორე საერთაშორისო კონგრესი

2018 წლის 4 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "Radisson Blu Iveria Tbilisi”-ში, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის მეორე საერთშორისო კონგრესი გაიმართა. დარგის სპეციალისტებმა, კონგრესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. საერთაშორისო ფორუმს, 300-ზე მეტი ექიმი-სტომატოლოგი ესწრებოდა. კონგრესი, ასოციაციის პრეზიდენტმა, ექიმმა ორთოდონტმა, ნინო ბერიძემ გახსნა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმაც. მეორე საერთაშორისო კონგრესის თემები მრაველფეროვანი იყო და სტომატოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა, როგორებიცაა: პედიატრიული ორთოდონტია, სარძევე კბილების რესტავრაცია, ე.წ. “მალხენი აირის” გამოყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში, ორსულთა მკურნალობა და სხვა. კონგრესზე მოწვეული იყვნენ უმაღლესი სამედიცინო კლასის მომხსენებლები ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთსა და საქართველოდან. განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა ანესთეზიისა და უმტკივნეულო მკურნალობის საკითხები. სიახლეა ჰიპნოზური კომუნიკაცია ბავშვებთან (სტომატოლოგიური ვიზიტის დროს). კონგრესი ყოველწლიურია. მისი მიზანი საქართველოში, ბავშვთა სტომატოლოგიის დონის ამაღლება და პატარებში, პირის ღრუს დაავადებების დროული პრევენციაა.