პირველადი დახმარება კბილის ტრავმის დროს

‼️ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის

ბავშვებს წინა, საჭრელი კბილი შეიძლება ამოვარდეს ტრავმის შედეგად, თამაშის, სპორტის, საგზაო შემთხვევის, დაცემის ან ჩხუბის დროს.

სწრაფმა რეაგირებამ შეიძლება გადაარჩინოს ეს კბილი. ყველამ უნდა იცოდეს თუ როგორ მოვიქცეთ ამ დროს:

1. დამშვიდდით! დარწმუნდით, რომ ეს არის მუდმივი კბილი; სარძევე კბილი უკან კბილბუდეში არ დააბრუნოთ. დაურეკეთ ბავშვის სტომატოლოგს და შეატყობინეთ, რომ მასთან მიემართებით.

2. იპოვეთ კბილი და აიღეთ ის გვირგვინით (კბილის თეთრი ნაწილი). შეეცადეთ არ შეეხოთ კბილის ფესვს, ამით შეიძლება დააზიანოთ მემბრანა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კბილის გადარჩენაში.

3. თუ კბილი დაბინძურებულია, გარეცხეთ ის სწრაფად (10 წამის განმავლობაში) ცივი რძით, ფიზიოლოგიური ხსნარით, ან გამდინარე წყლით.

4. მოახდინეთ კბილის რეპლანტირება, მიმართულებისთვის ყურადღება მიაქციეთ კბილის ფორმას. პაცინეტმა, უნდა დახუროს ცხირსახოცზე 15-20 წუთის განმავლობაშ, ისე რომ შეინარჩუნოს ტრავმირებული კბილი სწორ პოზიციაში.

5. თუ ვერ მოხდება კბილის დაუყოვნებელი რეპანტირება (კბილის დაბრუნება კბილბუდეში), ის შეიძლება შევინახოთ: რძეში ან ტრავმირებული ადამიანის ნერწყვში. ეცადეთ არ შეინახოთ კბილი წყალში.

6. აუცილებლად მიაკითხეთ სტომატოლოგს.

7. რეპლანტირების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ პაციენტის აცრა ტეტანუსზე.

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ არდადეგებს 💖💞

2 thoughts on “პირველადი დახმარება კბილის ტრავმის დროს”

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *