6 ნოემბერსს, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია გიწვევთ მე-4 საერთაშორისო კონგრესზე

კონგრესის მომხსენებელია ტოპ-სპიკერი, პროფესორი ზაფერ ჩეჰრელი

წარმოდგენილი იქნება 3 ძირითადი თემა:

✔️ პირველი თემა: „მწვავე დენტალური ტრავმები და მათი მართვა“

✔️მეორე თემა: “კარიესული და არაკარიესული დაზიანებების ულტრაკონსერვატიული მკურნალობა“

✔️ ხოლო მესამე თემა: “ანკილოზური კბილების მართვა ბავშთა და მოზარდთა ასაკში, ჩვენებიდან გართულებამდე”

ზაფერ ჩეჰრელი არის პედიატრიული სტომატოლოგიის პროფესორი ჰაჩეტეპეს უნივერსიტეტში (თურქეთი). არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი, მისი პუბლიკაციები ფართოდაა ციტირებული.

პროფესორი ჩეჰრელი იკავებდა სტომატოლოგიური ტრავმატოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IADT) დირექტორის პოზიციას და ამჟამად თავმჯდომარეობს IADT განათლების კომიტეტს.

მიღებული აქვს რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო სამეცნიერო კვლევებში.

მისი კლინიკური და კვლევითი ინტერესები მოიცავს პედიატრიულ ენდოდონტიას, სტომატოლოგიურ ტრავმატოლოგიას, პედიატრიულ და ბავშვთა ესთეტიკურ სტომატოლოგიას.

ჩვენი კონგრესის მომხსენებელია – ელენე ხარაშვილი, „საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის” -ვიცე-პრეზიდენტი, “ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის”- კლინიკური ხელმძღვანელი.
თემით: “პრევენცია, როგორც ყველაზე დიდი ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობისთვის”

კონგრესის შემდეგი მომხსენებელია – ნანა სულაძე, ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგი, საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრ “აისოს” დამფუძნებელი, საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

თემით: “ზოგადი დაავადებების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ბავშვთა ასაკში”

კონგრესის მომხსენებელია მედეა ზირაქაშვილი – ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი, ილიაუნის დოქტორანტი, მენტალური ჯანმრთელბის ცენტრი გამმა-ს აკადემიური დირექტორი.

თემით: “აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების თავისებურებები.”

კონგრესის მომხსენებელია ნინო აბაშიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცეპეზიდენტი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant- ის კლინიკური დირექტორი, Perio&Peri-Implant studio-ს ლექტორი.

თემით: “პაროდონტისა და ლორწოვანის დაავადებები ბავშვთა ასაკში”

კონგრესის მომხსენებელია სოფო სამხარაძე – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი.

თემით: „სისხლმბადი სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტთა მენეჯმენტი ბავშვთა სტომატოლოგიაში“

კონგრესზე დასწრების ღირებულება:

✅ ადრეული რეგისტრაცია ექიმებისთვის – 490 ლარი, გვიანი რეგისტრაცია 550 ლარი.

✅ ადრეული რეგისტრაცია სტუდენტებისთვის / რეზიდენტებისთვის – 320 ლარი, გვიანი რეგისტრაცია 390 ლარი.

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის წევრებისთვის მოქმედებს 15%იანი ფასდაკლება

⛔️ ადრეული რეგისტრაციის ვადა დასრულდება 29 ოქტომბერს.

რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია შეავსოთ ელექტრონული ფორმა :

https://forms.gle/etRQSsVSm5HXeGD26

✅ კონგრესი უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.

📌 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” თბილისი, საქართველო.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

📲 (+995) 511 10 10 97

📩 gapediatricdentistry@gmail.com