2018 წლის 4 მაისს, სასტუმრო იოტაში “საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის” და “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა კატერინა მიხალკოვას ლექცია

2018 წლის 4 მაისს, სასტუმრო იოტაში “საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის” და “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა ლექცია – მკურნალობისა და თანამედროვე გაიდლაინების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მოსკოვიდან მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ბავშვთა სტომატოლოგიაში – კატერინა მიხალკოვა.

ლექციის მთავარი თემა იყო:

“დროებითი და მუდმივი კბილების ტრავმები;

“თანამედროვე პროტოკოლები”.

ასოციაციის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სტომატოლოგს, რომელიც დაინტერესებულია ცოდნა გაიღრმაოს ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით.

ლექციამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და ვიმედოვნებთ, გაზიარებული ინფორმაცია დაეხმარებათ საქართველოს სტომატოლოგებს უკეთესად მართონ ბავშვთა ქცევა მათთან ვიზიტის დროს.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *