2018 წლის 4 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “Radisson Blu Iveria Tbilisi”-ში, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის მეორე საერთშორისო კონგრესი გაიმართა

✅დარგის სპეციალისტებმა, კონგრესის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. საერთაშორისო ფორუმს, 300-ზე მეტი ექიმი-სტომატოლოგი ესწრებოდა.

კონგრესი, ასოციაციის პრეზიდენტმა, ექიმმა ორთოდონტმა, ნინო ბერიძემ გახსნა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმაც.

✅მეორე საერთაშორისო კონგრესის თემები მრაველფეროვანი იყო და სტომატოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა, როგორებიცაა: პედიატრიული ორთოდონტია, სარძევე კბილების რესტავრაცია, ე.წ. “მალხენი აირის” გამოყენება ბავშვთა სტომატოლოგიაში, ორსულთა მკურნალობა და სხვა.

კონგრესზე მოწვეული იყვნენ უმაღლესი სამედიცინო კლასის მომხსენებლები ავსტრიიდან, უკრაინიდან, რუსეთსა და საქართველოდან.

✅განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა ანესთეზიისა და უმტკივნეულო მკურნალობის საკითხები.

სიახლეა ჰიპნოზური კომუნიკაცია ბავშვებთან (სტომატოლოგიური ვიზიტის დროს).

✅კონგრესი ყოველწლიურია.

მისი მიზანი საქართველოში, ბავშვთა სტომატოლოგიის დონის ამაღლება და პატარებში, პირის ღრუს დაავადებების დროული პრევენციაა.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *